(0341)255473 info@rch.ge
რეგისტრაცია

ახალი აპარატურა

administrator 25-07-2016, 14:20 715 კლინიკის სიახლეები

განახლებული ნევროლოგიური განყოფილება ამოქმედდა.

administrator 20-07-2016, 15:53 1 078 რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო / ნევროლოგია / კლინიკის სიახლეები

  

რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში განახლებული ნევროლოგიური განყოფილება ამოქმედდა. სამედიცინო დაწესებულებაში ახალი დეპარტამენტის პრეზენტაციას, მედპერსონალთან ერთად, რუსთავის მერი დავით ჯიქია და საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე დაესწრნენ. 

თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სამედიცინო დაწესებულება დაათვალიერეს და მედპერსონალსაც გაესაუბრნენ. ,,რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო ცოტა ხნის წინ გარემონტდა. გვიხარია, რომ მენეჯმენტმა შეძლო და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი უახლესი აპარატურაც შეიძინა. აღნიშნული აპარატურით ჩვენს მოსახლეობას სრული გამოკვლევის ჩატარება ამიერიდან რუსთავშიც შეეძლება," - განაცხადა დავით ჯიქიამ. 

თანამედროვე აპარატურით აღჭურვილ განყოფილებაში ნევროლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებს სხვადასხვა სამედიცინო - მათ შორის ანგიოგრაფიული, მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევებისა და შესაბამისი მკურნალობის კურსის გავლის შესაძლებლობა ექნებათ.

საიტი შეიქმნა 2016 წელს, საიტის შემქმნელი: astalavista. ყველა უფლება დაცულია
დახურვა
ჩვენს შესახებ