(0341)255473 info@rch.ge
რეგისტრაცია

კლინიკის შესახებ

      სერვისების ჩამონათვალი, რომელიც ხორციელდება ჩვენს  კლინიკაში.
   მათი დიდი ნაწილი მიეწოდება ჩვენი ამბულატორიულ-სტაციონარული და  
   დიაგნოსტიკური სამსახურების ბაზაზე, რეგიონში მხოლოდ ჩვენთან;
   თქვენთვის საინტერესო უნდა იყოს  ისეთი ექსკლუზიური სამსახურები როგორიცაა:
1. გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტი EMERGENCY
2. ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა რეგიონალური ცენტრი
3. დიალიზი (ურგენტული)
4. ინტერვენციული კარდიოლოგია
5. ნევროლოგია
6. ელექტროენცეფალოგრაფია
7. რეფლექსოთერაპია
8. ნეიროქირურგია
9. თორაკალური ქირურგია
10.  ლაპარასკოპიული ქირურგია
11.  ონკოლოგიური ქირურგია
12.  ანგიოლოგია, ანგიოქირურგია
13.  პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგია
14.  გინეკოლოგია
15.  ენდოსკოპია
16.  ოპერაციული ოფთალმოლოგიის რეგიონალური ცენტრი
17.  ინფექციური დაავადებები (ამბულატორიული და სტაციონარული საქმიანობა)
18. ტრავმატოლოგია და ორთოპედია(მოზრდილთა და ბავშვთა სტაციონარული დახმ.)
19.  კომპიუტერული ტომოგრაფია CT
20. მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია MRT
21.  ანტირაბიული კაბინეტი
22. პათოლოგანატომიური საქმიანობა
23.  ბაქტერიოლოგია
24. ციტოლოგიური დიაგნოსტიკა
25.  სტრესტესტი - ტრედმილი


                                                      ისტორია
 ს/ს “ქ. რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო” მდებარეობს ქ. რუსთავში, წმ. ნინოს ქ.#3;  იგი დაარსდა 1952 წელს; ტერიტორიულად დაშორებულია ქ. თბილისიდან 20კმ-ით და ემსახურება ქ. რუსთავის, მარნეულის, გარდაბნის, საგარეჯოსა და საქართველოს სხვადასხვა რაიონის დაახლოებით300000 მოსახლეს; გარდა ამისა რეგიონი ესაზღვრება აზერბაიჯანისა და სომხეთის  რესპუბლიკას, საიდანაც ხშირია პაციენტების შემოსვლის შემთხვევები, შესაბამისად განისაზღვრა დაწესებულების სტატუსიც _ სასწრაფო-გადაუდებელი  დახმარების რეგიონული ცენტრი.
   “ქ. რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო”- მრავალპროფილიანი სტაციონარია, რომელიც უზრუნველყოფს ყველა პროფილის პაციენტთა  მიღებას, როგორც ურგენტულ, ასევე გეგმიური პაციენტებისათვის. ამავე ტერიტორიაზე განთავსებულია სამშობიარო სახლი, ბავშვთა საავადმყოფო, ფსიქიატრიული კლინიკა და თავშესაფარი, რეგიონში ერთადერთი  სტანდარტული ინფექციური განყოფილება და პათოლოგოანატომიური ცენტრი _ კომპლექსურად სამედიცინო მომსახურების მთელი სპექტრი.
   მომგებიანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო, შუალედური ტრანსპორტის გამოყენებით, შესაძლოა საავადმყოფოს დაუკავშირდეს ყველა სახის ცენტრალური სატრანსპორტო კომუნიკაცია.
     ამ ეტაპისათვის ინვესტიციის, რეინვესტიციის და სხვადასხვა მატერიალური დანახარჯების სახით მოზიდულია ფინანსური სახსრები 1500000 ლარის ოდენობით; დაგეგმილია პროექტის განსახორციელებლად ჯამში მოზიდულ იქნას კიდევ დამატებით 1- დან1,5 – მდე მილიონი ლარის სახსრები.
      დამატებით ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ერთად შემოვიტანეთ ახალი სტანდარტების სამედიცინო აპარატურა, რაც საშუალებას გვაძლევს სრული სიმძლავრით ავამუშაოთ სტრუქტურულად სრულიად გარდაქმნილი სამედიცინო დაწესებულება _“ემერჯენსით”, ტრავმისა და შოკის დარბაზით, ასევე სრულყოფილი  მიმღებითა და ახალი საოპერაციო დარბაზებით, ყველა სახის სტაციონარული თუ ამბულატორიულ-დიაგნოსტიკური სერვისებით.
   სტაციონარი გაშლილია 120 საწოლზე, დასაქმებულია 240 თანამშრომელი, პროექტის განხორციელების შემდგომ დაემატება 60დასაქმებული. Pპროექტის განხორციელების პროცესში სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმდა  120 პიროვნება.
   სამკურნალო საქმიანობა წარმოებს წლის დასაწყისში შემუშავებული და დამტკიცებული  გეგმის მიხედვით და იგი ხორციელდება შემდეგი განყოფილებებისა და დამხმარე კაბინეტების საშუალებით; მიმღები, რეანიმაციულ- ანესთეზიოლოგიური   ტრავმატოლოგიური მასში შემავალი ნეიროქირურგიული საწოლებით, ქირურგიული ბავშვთა და უროლოგიური საწოლებით, თერაპიული – რევმატოლოგიური და ენდოკრინოლოგიური  საწოლებით, კარდიოლოგიური  - ნევროლოგიური, საწოლებით, ინფექციური და პათოლოგოანატომიური განყოფილებები, ოფთალმოლოგიური, ოტოლარინგოლოგიური, სტომატოლოგიური, ელექტროკარ-დიოგრაფიის,  ანტირაბიული, ფიზიოსაპროცედურო, ულტრასონოგრაფიის, რენტგენოლოგიური,  ენდოსკოპიური კაბინეტები; კლინიკური, ბიოქიმიური, ბაქტერიოლოგიური  და პათოლოგოანატომიური ლაბორატორიები.
    ჩვენს მიერ განხორციელდა და ამჟამად გრძელდება ჰოსპიტალური სექტორის განვითარების ფარგლებში დაგეგმილი და პროექტით დამტკიცებული სამუშაოები:




   ს/ს “ქ. რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო” თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის (კანონი ჯანდაცვის  შესახებ, კანონი საექიმო საქმიანობის შესახებ, კანონი პაციენტის უფლებების დაცვის შესახებ და სხვა),  მთავრობის დადგენილებების ( სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის წესები და სხვ.) საკუთარი წესდებისა და ეკონომიკის სამინისტროსთან (სახელმწიფოსთან) გაფორმებული ხელშეკრულების პირობების, ასევე მსოფლიოში მიღებული სამედიცინო მომსახურების ძირითადი პრინციპების მიხედვით (იხ. დანართები);
   დაწესებულება ეწევა დაავადებათა პროფილაქტიკასთან, დიაგნოსტიკასთან, მკურნალობასთან, რეაბილიტაციასთან დაკავშირებულ სამედიცინო საქმიანობას სტაციონარულ პირობებში, მათ შორის პაციენტის 24საათისა და მეტი დროის დაყოვნებით; გარდა ამისა, სანებართვო პირობები მოიცავს ამბულატორიული და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების (EMERGENCY) სერვისებს;
   პაციენტების მიღება წარმოებს ცენტრალური მოსაცდელი დარბაზიდან, სადაც განლაგებულია სარეგისტრაციო–საინფორმაციო სამსახური, პაციენტების ნაკადების მართვის მენეჯერი, სალარო და ადმინისტრატორი;    
    პაციენტების მომართვა დიფერენცირდება ნაკადებად:

1. პაციენტების   პირველი  ნაკადი: გეგმიური სამედიცინო დახმარების მსურველები მოსაცდელიდან მიმართვითა და შესაბამისი ელექტრონული რეგისტრაციით მიემართებიან ამბულატორიულ  მიღებაზე, რომელიც განლაგებულია  I სართულზე და გამოყოფილია სხვა სამსახურებისაგან; აქვე დიფერენცირდება დიაგნოსტიკის, ექიმ-სპეციალისტის კონსულტაციის თუ გეგმიური ჰოსპიტალური  დახმარების მსურველი პაციენტები, რომლებიც შემდგომში შესაძლოა გეგმიურად მოთავსდნენ სტაციონარში;
    2. პაციენტების მეორე ნაკადი, ასევე ცენტრალური მოსაცდელიდან მიმართულია გადაუდებელი ამბულატორიული დახმარების მისაღებად “ემერჯენსის” –გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებისაკენ, სადაც ხვდებიან ტრიაჟის ნაწილში (იდენფიცირება, დოკუმენტაციის შექმნა, პირველადი დათვალიერება–გასინჯვა და სხვ.),ამის შემდგომ ობსერვაციის –
დაკვირვებისა და სამედიცინო დახმარების აღმოჩენის რეჟიმის დარბაზებში- ქალები ცალკე, მამაკაცები ცალკე, შესაბამისი სან. დამუშავებით; აღნიშნული ნაწილიდან პაციენტები შესაძლოა მოხვდნენ სტაციონარში შემდგომი მკურნალობისათვის ან გაშვებულ იქნან ბინაზე, ასევე შემდგომი ამბულატორიული მკურნალობისათვის;
    3. პაციენტების მესამე ნაკადი მოიცავს სასწრაფო დახმარების მანქანებით შემოყვანილ პაციენტებს, რომლებიც დაწესებულებაში ხვდებიან ესტაკადის საშუალებით “ემერჯენსის” მისაღებში ორი კოლექტორის საშუალებით; ესტაკადა გათვლილია სამი ს/დ–ის მანქანისათვის ერთდროულად, რაც მკვეთრად ზრდის მიმღების გამტარუნარიანობას, დახმარების დაწყების სისწრაფეს და დახმარების ეფექტურობას;

 ამ სქემის სისწორე თვალნათლივ გამოჩნდა საომარი მოქმედებების პერიოდში, პოლიგონზე მომხდარი აფეთქებით დაზარალებული ჯარისკაცების მიღებისა თუ სხვა კატასტროფების დროს.

     მძიმე პაციენტებისათვის, აქვეა განლაგებული შოკის დაბაზი და მცირე საოპერაციოები, რომლებიც აღჭურვილია ცენტრალური აირებითა და სამედიცინო აპარატურით ნებართვის შესაბამისად; ნაკლებად მძიმე პაციენტთა მომსახურება ხდება იგივე სქემით, როგორც პაციენტთა  მეორე ნაკადისათვის;

    პაციენტების მიღების სამივე ნაკადისათვის ერთნაირი სქემაა მიღებული მათი სადიაგნოსტიკო მანიპულაციების ჩატარებისას;
        ფუნქციონირებს:
1) რენტგენოლოგიური დიაგნოსტიკა;
2) კომპიუტერული ტომოგრაფია;
3) ბირთვულ-მაგნიტური ტომოგრაფი;
4) ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა;
5) ენდოსკოპიური დიაგნოსტიკა (გასტროფიბროსკოპია, კოლონოსკოპია, ცისტოსკოპია) და შესაბამისი სამკურნალო მანიპულაციები;
6) ოფთალმოლოგია; ^
7) ოტოლარინგოლოგია;
8) ბიოქიმიური, კლინიკური, იმუნოლოგიური, ბაქტერიოლოგიური, GენეXპერტ სისტემა, ჰისტომორფოლოგიური ლაბორატორიები;

     ცენტრალური საავადმყოფოს საქმიანობის ძირითადი პრიორიტეტია სტაციონარული  ჰოსპიტალური სერვისი, რომელიც მოიცავს გადაუდებელი და გეგმიური სტაციონარული დახმარების მიმართულებებს; წარმოებს, როგორც რადიკალური-ოპერაციული, ასევე პალიატიური-კონსერვატიული მკურნალობა მრავალპროფილიანი, სხვადასხვა მიმართულების სერვისების მეშვეობით;
   ყველა სამსახური დაკომპლექტებულია შესაბამისი აღჭურვილობით, გააჩნია საქმიანობათა შესაბამისი ნებართვა შესაბამისი სერთიფიცირებული ექიმი სპეციალისტებით და ასევე აქვს მუშაობის 24 საათიანი რეჟიმი;

   აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებით ჩვენ 1995 წლიდან ეტაპობრივად მოვახდინეთ  სერვისების ოპტიმიზაცია, განყოფილებების გამსხვილება, მომგებიანი და წამგებიანი სამსახურების შერწყმა, რითაც უფრო მობილური და ეფექტური გახდა წარმოებული საქმიანობა და მისი მართვა-მენეჯმენტი;
     ფუნქციონირებს:
1)გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტი ( EMERGENCY)
2)ტრავმატოლოგია ორთოპედიის განყოფილება, სადაც ხორციელდება ტრავმული, ორთოპედიული, ნეიროქირურგიული, პლასტიკური ქირურგიის, ანტირაბიული დახმარება;
3) რეანიმაცია – ანესთეზიოლოგიის განყოფილება, მოიცავს სამ ბლოკს:    
შოკის დარბაზს, პოსტოპერაციული მართვის დარბაზს და კრიტიკული    
მდგომარეობების მართვის დარბაზს; გარდა ამისა, განყოფილება    
აწამოებს ანესთეზიოლოგიურ მომსახურებას ყველა საჭირო  
მიმართულებით.
4)ყელ-ყურ-ცხვირის განყოფილება აწარმოებს შესაბამისი პროფილის პაციენტების, როგორც ოპერაციულ, ასევე კონსერვატიულ მკურნალობას 24 სთ-ის    განმავლობაში.
5)ზოგადი ქირურგიის  განყოფილება – სტაციონარულად ხორციელდება ქირურგიული, ბავშთა ქირურგიული, უროლოგიური, თორაკალური ქირურგიის,      ონკოლოგიური ქირურგიის, ენდოკრინული ქირურგიის, ენდოსკოპიური ქირურგიის, ანგიოქირურგიის პაციენტების შესაბამის 24 საათიანი ოპერაციული    თუ კონსერვატიული დახმარება;
6)თერაპიული განყოფილებაში მიმდინარეობს ზოგად თერაპიული, პულმონოლოგიური, ენდოკრინოლოგიური, რევმატოლოგიური პაციენტების 24 საათიანი   სტაციონარული დახმარება;
7)კარდიოლოგიური განყოფილება მოიცავს კარდიოლოგიურ და ნევროლოგიურ საწოლებს, წარმოებს უ.ბ.გ. და ე.კ.გ. დიაგნოსტირება და 24 სთ-იანი    სტაციონარული დახმარება;
8) ოფთალმოლოგიური განყოფილება – აწარმოებს თვალის დაავადებების ოპერაციულ და კონსერვატიულ მკურნალობას;
9) ინფექციური განყოფილება - სტაციონარული და ამბულატორიული სერვისი ინფექციური სნეულებებისათვის;
10) პათოლოგოანატომიური განყოფილება – წარმოებს გვამების სექცია, ჰისტომორფოლოგიური კვლევა, ასევე გვამების შემურვა;
11)ფიზიოთერაპია  - რეაბილიტაციის სეგმენტი;
12)გინეკოლოგია;
13)სტრესტესტი (ტრედმილი);
14)დიალიზი  - ნეფროლოგია
15)ტუბერკულოზისა და ფილტვის პათოლოგიები;

 მკურნალობის ღირებულების ანაზღაურება და სალაროს ფუნქციონირება

   განმარტება: მკურნალობის ღირებულება – ტარიფი არის სტანდარტის  
 საფუძველზე განსაზღვრული  სამედიცინო მომსახურების ერთეულის ფასი;

    ტარიფის საფუძველი – სტანდარტი არის დამტკიცებული ამა თუ იმ მომსახურების ფასწარმოების დოკუმენტი და ასახავს ამ  მომსახურების შემადგენელ კომპონენტებს ა) პირდაპირ ხარჯებს – სამკურნალო საშუალებები, დიაგნოსტიკა, მანიპულაციები, კონსულტაციები, ოპერაციები, გაუტკივარება, პერსონალის ხელფასები ბ) არაპირდაპირი  ხარჯები –სხვა პერსონალისა და ადმინისტრაციის  ხელფასი,  კომუნალური ხარჯები, ცვეთა/ამორტიზაცია, სამეურნეო ხარჯები, სხვა გაუთვალისწინებელი ხარჯები; გ) მოგება _  და მათ განფასებას;

    ს/ს “ქ. რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფო”-ში მკურნალობის ღირებულების  გადახდა ხდება სალაროში 24სთ-ის განმავლობაში სალარო აპარატის  და შტატიანი მოლარე ოპერატორის მეშვეობით; ღამის საათებსა და უქმე დღეებში სალარო აპარატის ფუნქციონირება  ხდება მიმღები განყოფილების ტრიაჟში და პასუხისმგებლობა ბრძანებით დავალებული აქვთ შესაბამის პასუხისმგებელ ექთნებს;
     პაციენტთა  აღნიშნული სამი ნაკადიდან თანხას წინასწარ არცერთი არ იხდის;

   I ნაკადი – თავადაპირველად ხდება მათი სელექცია, ტრიაჟის ან საინფორმაციო-სარეგისტრაციო სამსახურის გავლა; მომსახურების მოცულობის განსაზღვრა და მხოლოდ შემდგომ, დამტკიცებული ტარიფების  მიხედვით ნაზღაურდება ჩატარებული მომსახურება სალაროში მოლარესთან ქვითრით;

     II და III ნაკადი - პაციენტების ხარჯების ანაზღაურება ხდება ასევე მომსახურების დასრულების შემდგომ შესაბამისი კალკულაციის საფუძველზე, ასევე დამტკიცებული ტარიფებით;

     მიუხედავად  იმისა, რომ ყველა  მანიპულაციისა და ნოზოლოგიის ღირებულება სტანდარტების საფუძველზე  განფასებულია და გვაქვს  მათი ტარიფები დაანგარიშება  ხდება ფაქტიური  დანახარჯებით; ხარჯი შესაძლოა სტანდარტულ ფასზე ნაკლები ან მეტი გამოვიდეს, რადგან მედიცინაში ყველა დეტალის გათვლა შეუძლებელია; საბოლოოდ გადახდა ხდება ფაქტიური ხარჯით;

    ამავე დროს, გეგმიური სტაციონარული დახმარების ანაზღაურება ხდება წინასწარ, რადგან წინასწარი გათვლები იშვიათად იძლევა ცდომას დაგეგმილი მომსახურების დროს;
    კონტროლი ანაზღაურებასა და გაუფორმებელი შემთხვევების მიმართ  ხორციელდება სარეგისტრაციო სამსახურის, ადმინისტრატორის, რამოდენიმე მენეჯერისა და შესაბამისი განყოფილების პასუხისმგებელი პირების მიერ; ნებისმიერი აღმოჩენილი დარღვევა ისჯება ძალიან მკაცრად;

     საავადმყოფოს გააჩნია შიდა აფთიაქი, რომელიც უზურუნველყოფს   ყველა საჭირო მიმართულების მედიკამენტებითა და სამედიცინო დანიშნულების საგნებით მომარაგებას სტაციონარში პაციენტების მკურნალობის მიზნით;
     დაწესებულებას გააჩნია ელექტროენერგიის რამოდენიმე ალტერნატიული წყარო;
     მუდმივად მარაგდება წყლით;
     აღჭურვილია ბუნებრივი გაზის მომარაგებითა და ცენტრალური გათბობით;

     აღნიშნული სამუშაოების გარდა, პარალელურად მიმდინარეობს დამტკიცებული გეგმით, სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები პროფილური საქმიანობის განსავითარებლად;



  დანართი #1

სალიცენზიო საქმიანობის ჩამონათვალი

1 სტაციონარული დაწესებულების ნებართვა #000063
2 პათოლოგოანატომიური საქმიანობის ლიცენზია #002079
3 ქირურგიული პროფილის საქმიანობა (დანართი)#000348
4 ნეიროქირურგია (დანართი)#0000349
5 რადიოლოგიური საქმიანობა- რენტგენოლოგიური დიაგნოსტიკა#000350
6 რადიოლოგიური საქმიანობა- კომპიუტერულ-ტომოგრაფიული დიაგნოსტიკა #000351
7 ოფთალმოლოგია  (დანართი) #000352
8 ოტოლარინგოლოგია #000353
9 რეანიმაცია (დანართი)#000354
10 ინფექციური დაავადებების მკურნალობა (დანართი)#000355
11 გადაუდებელი სამედიცინო დახმარება  ( EMEღGENჩY)#002715
12 შეტყობინება  - ენდოსკოპიური დიაგნოსტიკა05.04.2011
13 შეტყობინება – ოფთალმოლოგია  ამბულატორიული30.01.2012
14 შეტყობინება – უროლოგია  ამბულატორიული30.01.2012
15 შეტყობინება – ოტოლარინგოლოგია ამბულატორიული 30.01.2012
16 შეტყობინება – ტრავმატოლოგია -ორთოპედია ამბულატორიული30.01.2012
17 შეტყობინება-ამბულატორიულ საქმიანობაზე ფთიზიატრიაში01.04.2014
18 სამეანო გინეკოლოგიური პროფილის საქმიანობა - გინეკოლოგია #003011
19 ინტერვენციული კარდიოლოგია#003201
20 დიალიზი #003427


დანართი #2
1. ენდოკრინოლოგია (მოზრდილთა სტაც. დახმარება.)
2. თერაპია (მოზრდილთა სტაც. დახმარება)
3. ინფექციური დაავადებები (მოზრდილთა სტაც. დახამრება)
4. ინფექციური დაავადებები(ბავშვთა სტაც. დახმარება)
5. კარდიოლოგია (მოზრდილთა სტაც. დახმარება)
6. კრიტიკული მედიცინა (მოზრდილთა სტაც. დახმარება)
7. კრიტიკული მედიცინა (ბავშვთა სტაც. დახმარება)
8. ნევროლოგია  (მოზრდილთა სტაც. დახმარება)
9. ნეიროქირურგია (მოზრდილთა სტაც. დახმარება)
10. ნეიროქირურგია (ბავშვთა სტაც. დახმარება)
11. პულმონოლოგია
12. გასტროენტეროლოგია
13. ოტორინოლარინგოლოგია (მოზრდილთა სტაც. დახმარება)
14. ოტორინოლარინგოლოგია (ბავშვთა სტაც. დახმარება)
15. ოფთალმოლოგია (მოზრდილთა სტაც. დახმარება)
16. ოფთალმოლოგია (ბავშვთა სტაც. დახმარება)
17. რევმატოლოგია (მოზრდილთა სტაც. დახმარება)
18. ტრავმატოლოგია და ორთოპედია (მოზრდილთა სტაც. დახმა)
19. ტრავმატოლოგია და ორთოპედია (ბავშვთა სტაც. დახმა)
20. უროლოგია (მოზრდილთა სტაც. დახმარება)
21. ქირურგია ზოგადი (მოზრდილთა სტაც. დახმარება)
22. ქირურგია ზოგადი (ბავშვთა სტაც. დახმარება)
23. იმუნოლოგია და ალერგოლოგია (სტაც. საქმიანობა)
24. ტოქსიკოლოგია (სტაც. საქმიანობა)
25. პლასტიკური, რეკონსტრუქციული და ესთეტიკური ქირურგია (სტაც. საქმიანობა)
26. ბაქტერიოლოგიური გამოკვლევები
27. ბიოქიმიური გამოკვლევები
28. ანგიოლოგია, ანგიოქირურგია
29. თორაკალური ქირურგია
30. პათოლოგანატომიური საქმიანობა
31. ენდოსკოპია (მოზრ. ამბ. დახმარება)
32. ენდოსკოპია (მოზრდილთა სტაც. დახმარება.)
33. კლინიკურ-დიაგნოსტიკური გამოკვლევები
34. რადიოლოგიური საქმიანობა -რენტგენოლოგიური დიაგნოსტიკა
35. რადიოლოგიური საქმიანობა-კომპიუტერულ ტომოგრაფიული კვლევა.
36. ულტრაბგერითი გამოკვლევა
37. ფიზიოთერაპია (მოზრდილთა სტაც. დახმარება.)
38. ციტოლოგიური დიაგნოსტიკა
39. იმუნოლოგიური გამოკვლევები
40. ლაპარასკოპიული  ქირურგია
41. ქირურგიული ონკოლოგია
42. ქირურგიული ენდოკრინოლოგია
43. გადაუდებელი სამედიცინო საქმიანობა ( EMERGENCY)
44. ანტირაბიული კაბინეტი
45. გინეკოლოგია
46. ტუბერკულოზის მართვა
47. ინტერვენციული კარდიოლოგია
48. დიალიზი
49. რადიოლოგიური საქმიანობა – მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა


   ს/ს “ქ. რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო”-ს
         დირექტორი:               / პ. ბახტაძე/                
скачать софт Можно зайти сюда newprogs.net чтобы скачать все для пк, а так же на allfilm.net посмотреть фильмы
საიტი შეიქმნა 2016 წელს, საიტის შემქმნელი: astalavista. ყველა უფლება დაცულია
დახურვა
ჩვენს შესახებ