(0341)255473 info@rch.ge
რეგისტრაცია
все шаблоны для dle на сайте newtemplates.ru скачать
კატეგორია

კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამა

administrator 10-09-2016, 01:16 1 965 რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო / საჭირო ინფორმაცია ბეჭდვა

 UICC-ის (The Union for International Cancer Control) მონაცემებით, კიბოს დიაგნოზით მსოფლიოში ყოველთვე კვდება 600 ათასი კაცი, რომელთა დაავადების პრევენცია ან მკურნალობა სწორი სკრინინგსტრატეგიის შემთხვევაში შესაძლებელია. საქართველოში სკრინინგის პროგრამის ამოქმედების შემდეგ ადრეულ ეტაპზე პათოლოგიის გამოვლენის მაჩვენებელი სამჯერ გაიზარდა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ იმატა კიბოს შემთხვევებმა; უბრალოდ, გამოკვლევები ხელმისაწვდომი გახდა საქართველოს მოქალაქეებისთვის, მათ შეძლეს, სკრინინგცენტრებისთვის მიემართათ, ადრე გამოევლინათ პათოლოგია და ემკურნალათ, ეს კი ნიშნავს მრავალ გადარჩენილ სიცოცხლეს, რადგან ადრეული დიაგნოსტიკა საუკეთესო იარაღია ავთვისებიან სიმსივნესთან ბრძოლისას. კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის შესახებ გვესაუბრება ეროვნული სკრინინგცენტრის დირექტორი, პროფესორი რემა ღვამიჩავა. - ბატონო რემა, რა მნიშვნელობა აქვს სკრინინგს კიბოს პრევენცისთვის?- ავთვისებიანი სიმსივნეების უმეტესობა პირველ-მეორე სტადიებში ძირითადად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ადამიანი ვერ ამჩნევს, რომ რაღაც სჭირს. სიმპტომების უმეტესობა მე-3, მე-4 სტადიაში იჩენს თავს, ამ დროს კი კიბოსთან ბრძოლა ხშირად დაგვიანებულია. თუმცა კიბო აღარ წარმოადგენს უკურნებელ სენს, თუ მისი გამოვლენა ადრეულ სტადიაში მოხდა. სკრინინგის (screen - ინგლ. გადარჩევა, გამოხშირვა) პროგრამებიც სწორედ იმისთვის დაინერგა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, რომ კიბოს გამომწვევი პათოლოგიური პროცესები ადრეულ სტადიაში იქნეს გამოვლენილი - ამ შემთხვევაში განკურნების ალბათობა 100%-მდე იზრდება, ხოლო მკურნალობის ხარჯი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე კიბოს შორს წასული ფორმების მკურნალობისას. თუ ადამიანი ჩართულია სკრინინგის პროგრამაში, მას შეუძლია, დროული და თანმიმდევრული გამოკვლევებით: მშვიდად განაგრძოს ჯანმრთელობის კონტროლი; არ მისცეს დაავადებას ავთვისებიან სიმსივნედ გადაგვარების საშუალება; სიმსივნის ადრეული გამოვლენის შემთხვევაში სავსებით განიკურნოს. ამდენად, ადრეული დიაგნოსტიკა კიბოს პრევენციის საუკეთესო საშუალებაა. კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამა საქართველოში 2008 წლიდან მოქმედებს და უფასოა საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის, რომელიც ეკუთვნის შემდეგ ასაკობრივ ჯგუფებს: ძუძუს კიბოს სკრინინგი - 40-დან 70 წლამდე ასაკის ქალებისთვის (2 წელიწადში ერთხელ); საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი - 25-დან 60 წლამდე ასაკის ქალებისთვის (3 წელიწადში ერთხელ); პროსტატის კიბოს სკრინინგი - 50-დან 70 წლამდე ასაკის მამაკაცებისთვის (წელიწადში ერთხელ); მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი - 50-დან 70 წლამდე ასაკის ქალებისა და მამაკაცებისთვის (წელიწადში ერთხელ). საქართველოს რეგიონებში კიბოს სკრინინგის პროგრამას ახორციელებს ეროვნული სკრინინგცენტრი 27 ქვეკონტრაქტორთან ერთად (33 სამედიცინო დაწესებულებაში) დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დაფინანსებით. თბილისში სკრინინგის პროგრამას ახორციელებს ეროვნული სკრინინგცენტრი 10 ქვეკონტრაქტორთან ერთად (12 სამედიცინო დაწესებულებაში) თბილისის მუნიციპალიტეტისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) დაფინანსებით.- რა გამოკვლევები ტარდება კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამით?- კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამა 10-მდე უფასო გამოკვლევას მოიცავს:სარძევე ჯირკვლის კიბოს სკრინინგის პროგრამა- თუ ხართ 40-დან 70 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე, ძუძუს კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამით, თქვენ უფასოდ გეკუთვნით შემდეგი გამოკვლევები: მამოლოგის კონსულტაცია; მამოგრაფია; ექოსკოპია (საჭიროებისამებრ). - რა არის მამოგრაფია?- მამოგრაფია გულისხმობს სარძევე ჯირკვლის რენტგენოლოგიურ გამოკვლევას. კვლევის ამ მეთოდით შესაძლებელია პათოლოგიური პროცესების აღმოჩენა, რომელთა ადრეულ ეტაპზე გამოვლენის შემთხვევაში განკურნება 100-დან 98 შემთხვევაშია შესაძლებელი. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნიეთ: სიმსივნური წარმონაქმნი ძუძუში ან იღლიის ფოსოში; ძუძუს კანის სიწითლე ან სიმხურვალე; ლიმონის ქერქისებური კანი; ძუძუს კანის შეჭმუხვნა; უჩვეულო ტკივილი ძუძუში; წვა და სიწითლე დვრილის არეში; დვრილის ჩაბრუნება; სისხლიანი ან სხვა სახის გამონადენი დვრილიდან. საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის პროგრამა- თუ ხართ 25-დან 60 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე, საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამით, უფასოდ გეკუთვნით შემდეგი გამოკვლევები: PAP-ტესტი; კოლპოსკოპია (საჭიროებისამებრ). - რა არის PAP-ტესტი და კოლპოსკოპია?- PAP-ტესტი საშვილოსნოს ყელის ნაცხის გამოკვლევას გულისხმობს, კოლპოსკოპია კი საშვილოსნოს ყელის მიკროსკოპით დათვალიერებას. კვლევის ამ მეთოდებით ხდება საშვილოსნოს ყელის კიბოს გამომწვევი პათოლოგიური პროცესების აღმოჩენა, ადრეული აღმოჩენისა და მკურნალობის შედეგად კი კიბოს თავიდან აცილება 100-დან 75 შემთხვევაშია შესაძლებელი! დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ნებისმიერი უჩვეულო ნიშნის შემჩნევისთანავე, საშვილოსნოდან სისხლდენა იქნება ეს, სხვა პათოლოგიური გამონადენი თუ მენსტრუალური ციკლის დარღვევა.მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგის პროგრამა- თუ ხართ 50-დან 70 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე, მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამით, უფასოდ გეკუთვნით შემდეგი გამოკვლევები: განავალში ფარული სისხლდენის განსაზღვრის ტესტი; კოლონოსკოპია (საჭიროებისამებრ). - რა დანიშნულება აქვს განავალში ფარული სისხლდენის განსაზღვრის ტესტს?- უჯრედების შეჯგუფება მსხვილ ნაწლავში ზოგჯერ პოლიპებს წარმოქმნის, წლების განმავლობაში კი ეს პოლიპები შესაძლოა კიბოდ გადაგვარდეს. პოლიპებსა და მსხვილი ნაწლავის კიბოს ახასიათებს სისხლდენა, სკრინინგტესტს კი უნარი შესწევს, განავალში სისხლის უმნიშვნელო შემცველობაც გამოავლინოს.- რა არის კოლონოსკოპია?- თუ სკრინინგტესტმა სისხლდენა გამოავლინა, აუცილებელია კოლონოსკოპია. კოლონოსკოპიით ხდება მსხვილი ნაწლავის შიდა ზედაპირის დათვალიერება. გამოკვლევის ეს მეთოდი ავლენს პოლიპებსაც. პოლიპი არ არის ავთვისებიანი სიმსივნე, თუმცა შეიძლება კიბოდ გარდაიქმნეს. პოლიპების მოშორება საგრძნობლად ამცირებს მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარების ალბათობას. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ გაწუხებთ: კუჭის მოქმედების დარღვევა, განსაკუთრებით - გახშირება, ანდა ფაღარათი, რომელიც რამდენიმე კვირაა გრძელდება; სისხლდენა უკანა ტანიდან აშკარა მიზეზის გარეშე; გამკვრივება მუცლის არეში. პროსტატის კიბოს სკრინინგის პროგრამა- თუ ხართ 50-დან 70 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე, პროსტატის კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამით, გეკუთვნით უფასო გამოკვლევა PSA ტესტის მეთოდით.- რა არის PSA ტესტი?- PSA ტესტი პროსტატის კიბოს განვითარების რისკის მართვის მეთოდია, რომლითაც განისაზღვრება სისხლში პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის (PSA) დონე. PSA-ს დონის მკვეთრი მომატება შესაძლოა მიანიშნებდეს პროსტატის კიბოს არსებობის მაღალ რისკზე, თუმცა სხვა მიზეზითაც შეიძლება იყოს გამოწვეული (მაგალითად, პროსტატის ჯირკვლის გადიდებით, პროსტატიტით, საშარდე გზების ინფექციით). მიმართეთ ექიმს, თუ გაწუხებთ: გახშირებული შარდვა (განსაკუთრებით - ღამით); შარდვის გაძნელება ან გახანგრძლივება; ტკივილი შარდვის დროს. ამ სიმპტომების არსებობა ყოველთვის არ ნიშნავს, რომ კიბო გაქვთ, თუმცა პროსტატის კიბო ზოგჯერ უსიმპტომოდ მიმდინარეობს და რომ არ გამოგეპაროთ, დროულად უნდა ჩაიტაროთ PSA ტესტი. დროული გამოვლენის შემთხვევაში წარმატებული მკურნალობა შესაძლებელია.- როგორ ხდება სკრინინგის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა?- სკრინინგის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის მსურველმა უნდა დარეკოს ნომერზე (0 32) 220 35 35, რომელზეც მიიღებს ინფორმაციას იმ კლინიკების შესახებ, სადაც მოქმედებს კიბოს სკრინინგის პროგრამა. მოქალაქეს, განურჩევლად საცხოვრებელი ადგილისა, შეუძლია აირჩიოს ტერიტორიულად ხელსაყრელი სამედიცინო დაწესებულება და გამოკვლევები იქ ჩაიტაროს.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

სხვა სიახლეები

რა იწვევს უროლოგიურ სიმსივნეებს

 რა აჩენს უროლოგიურ სიმსივნეს? - ამ კითხვაზე პასუხის გაცემა საკმაოდ ძნელია, ხოლო კითხვაზე,

10.09.16 რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო / საჭირო ინფორმაცია
არის თუ არა რძე დიეტური პროდუქტი

რძე და მისი ნაწარმი მეტად სასარგებლოა, განსაკუთრებით - მათთვის, ვისაც ცხოვრების არაჯანსაღმა წესმა

09.09.16 რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო / საჭირო ინფორმაცია
სარძევე ჯირკვლის კიბო

 სარძევე ჯირკვლის კიბო, რომელიც ყველაზე გავრცელებული ავთვისებიანი პათოლოგიაა, ქალთა

04.09.16 საჭირო ინფორმაცია
სტრეპტოკოკური ინფექცია

  სტრეპტოკოკური ინფექცია ანუ სტრეპტოკოკოზი გულისხმობს ფართო სპექტრის კლინიკურ გამოვლინებებს,

20.08.16 რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო / საჭირო ინფორმაცია
ნარკომანია სოციალური პრობლემა

  მავნე ჩვევა მრავალგვარია, მაგრამ მნიშვნელობით ვერც ერთი ვერ შეედრება ნარკომანიას. რა

21.07.16 რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო / საჭირო ინფორმაცია

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
საიტი შეიქმნა 2016 წელს, საიტის შემქმნელი: astalavista. ყველა უფლება დაცულია
დახურვა
ჩვენს შესახებ