(0341)255473 info@rch.ge
რეგისტრაცია
все шаблоны для dle на сайте newtemplates.ru скачать
კატეგორია

რა იწვევს უროლოგიურ სიმსივნეებს

administrator 10-09-2016, 01:21 2 214 რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო / საჭირო ინფორმაცია ბეჭდვა

 რა აჩენს უროლოგიურ სიმსივნეს? - ამ კითხვაზე პასუხის გაცემა საკმაოდ ძნელია, ხოლო კითხვაზე, რატომ გაუჩნდა ამა თუ იმ პაციენტს ამგვარი სიმსივნე - შეუძლებელი. მიუხედავად ამისა, არსებობს პირობები, როდესაც მეცნიერებს შეუძლიათ, მეტ-ნაკლები სიზუსტით ივარაუდონ მომავალში ავთვისებიანი სიმსივნის გაჩენის შესაძლებლობა. მკითხველთა უკეთ ინფორმირებისთვის ეს სტატია სწორედ ამ თემას, ასეთ პირობებსა და რისკჯგუფებს მიეძღვნება.შარდის ბუშტის კიბო შარდის ბუშტის კიბოს წილად ყველა ლოკალიზაციის სიმსივნეთა 3% მოდის. რისკჯგუფში ხვდებიან ადამიანები, რომელთა ორგანიზმზე ხანგრძლივად ზემოქმედებს არომატული ამინები ან რომლებიც ქრონიკული ცისტიტით იტანჯებიან. შარდის ბუშტის კიბოს პროფილაქტიკისთვის, უპირველესად, უნდა გამოირიცხოს კონტაქტი ქიმიურ ნივთიერებებთან, მოხდეს ასეთი ადამიანების დისპანსერიზაცია, ქირურგიული თუ ელექტროკოაგულაციური მეთოდით რადიკალური მკურნალობა ჩაუტარდეს შარდის ბუშტის ყველა სახეობის კეთილთვისებიან პაპილომას. ასევე აუცილებელია ანთებითი პროცესების დროული მკურნალობა. კიდევ ერთი: ბოლოდროინდელმა გამოკვლევებმა წარმოაჩინა შარდის ბუშტის კიბოს უშუალო კავშირი თამბაქოს წევასთან, ამიტომ მოწევაზე უარის თქმა აუცილებელია სხვადასხვა სიმსივნური დაავადების, მათ შორის - შარდის ბუშტის კიბოს, თავიდან ასაცილებლად.პროსტატის სიმსივნური დაავადებები პროსტატის კეთილთვისებიანი თუ ავთვისებიანი სიმსივნეების პროფილაქტიკა ითვალისწინებს პროსტატიტის დროულ მკურნალობას და ექიმთან რეგულარულ ვიზიტს, რაციონალურ კვებას (შემწვარ-მოხრაკული, ცხიმიანი, შებოლილი, ცხარე და მლაშე საკვების ოდენობის შემცირებას, მცენარეულის წილის ზრდას), თამბაქოსა და ალკოჰოლზე უარის თქმას, სხეულის მასისა და ქოლესტერინის დონის კონტროლს, ცხოვრების ჯანსაღ, მოძრავ წესს. პროსტატის სიმსივნეების გამომწვევთა შორის არცთუ უმნიშვნელო ადგილი უკავია იმ ნივთიერებების ორგანიზმზე ხანგრძლივ ზემოქმედებას, რომლებიც ადამიანის ორგანიზმში ჰორმონულ ცვლილებებს იწვევს. განსაზღვრულ შემთხვევებში, შეუმოწმებელი ინფორმაციით, პროსტატის კიბო შეიძლება გამოიწვიოს ზოგიერთმა ემულგატორმა, რომლებიც, მართალია, აკრძალულთა სიაში შედის, მაგრამ მაინც აქტიურად გამოიყენება ეგრეთ წოდებული მესამე რიგის ქვეყნების კვების მრეწველობაში. რა აჩენს თირკმელების კიბოს? არსებობდა მონაცემები იმის შესახებ, რომ ადამიანებს, რომლებიც ანილინური საღებავების წარმოებაში იყვნენ დასაქმებულნი, თირკმლის კიბო უფრო ხშირად უჩნდებოდათ. ამის გამო ზოგიერთი კანცეროგენი, რომლებიც ანილინური საღებავების წარმოებისას წარმოიქმნება, თირკმელებთან დაკავშირებულ კანცეროგენულ ეფექტებში დაადანაშაულეს. ამავე კანცეროგენებს შარდის ბუშტის კიბოს გამოწვევასაც სდებენ ბრალად. დაავადების მაღალი რისკი აქვთ მათაც, ვინც დაავადებულია ჰიპელ-ლინდაუს დაავადებით, პოლიკისტოზით და შეძენილი კისტებით, რომლებსაც თან სდევს სისხლში აზოტოვანი ნივთიერებების მატება - ეს მდგომარეობა თირკმელების ფუნქციის უკმარისობის შედეგია. არსებობს დაავადებები, რომლებსაც კიბოსწინარე დაავადებებს უწოდებენ. ეს ისეთი დაავადებებია, რომლებიც შეიძლება კიბოდ გადაგვარდეს.კონდილომებიკონდილომა - ეს ადამიანის კანისა და ლორწოვანი გარსების ისეთი დვრილისებრი წანაზარდია, რომელსაც ანთებისკენ მიდრეკილება ახასიათებს. ჩვეულებრივ, კონდილომები იმ ადგილებზე ჩნდება, რომლებიც გამუდმებით განიცდის გაღიზიანებასა და ხახუნს. განასხვავებენ ბრტყელ კონდილომას, რომელიც ფართო საფუძველზე, ფეხზე ზის - ის ყველაზე ხშირად სიფილისის მეორე პერიოდის ან ფრამბეზიის (ტროპიკული სპიროქეტოზი) გამოვლინებაა - და მახვილწვერიან კონდილომას, რომელიც ვირუსული (პაპილომავირუსი) წარმოშობისაა. მას ნაწილაკოვანი აგებულება აქვს და ვიწრო ფეხზე ზის. წესისამებრ, კონდილომა ვითარდება გაღიზიანებულ, გამონაყოფებით დაბინძურებულ გარეთა სასქესო ორგანოების კანზე, დუნდულა კუნთებისა და საზარდულის ნაკეცებში, საშარდე არხის გარეთა ხვრელთან, სათესლე ჯირკვლების პარკზე, იშვიათად - ანუსის მიდამოში, ბოქვენზე, იღლიაში, პირის კუთხეში. შესახედავად შეიძლება ჰგავდეს მამლის ბიბილოს ან ყვავილოვან კომბოსტოს. კონდილომების ზედაპირი შეიძლება დაწყლულდეს. მახვილწვერიანი კონდილომა სქესობრივი გზით ვრცელდება და ქრონიკულად მიმდინარეობს. კონდილომა თავისთავად პრაქტიკულად არასდროს ქრება. ამჟამად არ არსებობს პრეპარატი, რომელსაც ძალუძს, ორგანიზმიდან განდევნოს ან გაანადგუროს სასქესო ორგანოების პაპილომავირუსული ინფექციის გამომწვევი, ამიტომ მკურნალობა შემოიფარგლება კონდილომების მოცილებით (კრიოთერაპიის მეთოდით ანუ თხევადი აზოტით, კონცენტრირებული მჟავებით, ელექტროდანითა და მაღალსიხშირიანი გამოსხივების წყაროთი მიღებული მაღალი ტემპერატურის საშუალებით, ლაზეროთერაპიით) და იმუნიტეტის მაკორეგირებელი თერაპიით. სასქესო ასოს კიბოსწინარე დაავადებებისასქესო ასოს კიბო შედარებით იშვიათია ევროპასა და აშშ-ში. მის წილად მოდის ყველა სახეობის სიმსივნური დაავადებების 1%. აზიისა და აფრიკის ქვეყნებში, ასევე ლათინურ ამერიკაში ეს დაავადება უფრო ხშირად გვხვდება. კითხვაზე, რატომ წარმოიქმნება სასქესო ასოს კიბო, პასუხი არ არსებობს. ცნობილია, რომ წინადაუცვეთელ მამაკაცებს ეს დაავადება უფრო მეტად ემართებათ, თუმცა არსებობს საპირისპირო მონაცემებიც, რომლებიც იმაზე მეტყველებს, რომ წინადაცვეთა არ ამცირებს სასქესო ასოს კიბოს წარმოშობის რისკს. ოქროს შუალედი, სავარაუდოდ, ის თეზისია, რომ წინადაუცვეთელობისა და პირადი ჰიგიენის დაუცველობის შემთხვევაში სასქესო ასოს კიბოს განვითარების ალბათობა უფრო დიდია. ეს იმიტომ, რომ დაგროვილი სმეგმა აღიზიანებს სასქესო ასოს ლორწოვან გარსს, რასაც მოჰყვება ანთებითი პროცესები, კიბოსწინარე დაავადებები, ხოლო პროცესის ხანგრძლივი მიმდინარეობის შემთხვევაში - კიბო. არსებობს რამდენიმე კიბოსწინარე, ანუ ისეთი დაავადება, რომელიც შეიძლება სასქესო ასოს კიბოდ გადაიქცეს: მახვილწვერიან კონდილომაზე ზემოთ უკვე გესაუბრეთ. მაობლიტერირებელი ქსეროტოპიული ბალანიტი ვითარდება სმეგმის გამოყოფის დარღვევის შედეგად. ამ დაავადების მთავარი ნიშანია თეთრი ლაქები სასქესო ასოს თავსა და ჩუჩაზე. ამ წარმონაქმნებს არცთუ იშვიათად საშარდე არხის გარეთა ხვრელის შევიწროება მოსდევს. ლეიკოპლაკია - ეს არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ხდება ასოს თავისა და ჩუჩის თანაბარზომიერი დაზიანება ასოს თავისა და ჩუჩის ეპითელიუმის გაძლიერებული გარქოვანების შედეგად. ლეიკოპლაკია წარმოიშობა ასოს ხსენებული ნაწილების მუდმივი გაღიზიანების დროს. კაპოშის სარკომა - ეს გახლავთ სასქესო ასოს კანზე გაჩენილი მუქი, სისხლმდენი, შეხებისას მგრძნობიარე პაპულები (პაპულა მცირე ზომის წარმონაქმნია, რომელის წამოწეულია კანის ზედაპირიდან და არ შეიცავს სითხეს). ჩვეულებრივ, კაპოშის სარკომა უჩნდებათ აივ ინფექციის მატარებელ პაციენტებს შიდსის სტადიაში. კანის რქა - ის ასოს თავისა და ჩუჩის მფარავი ეპითელიუმის გაძლიერებული გარქოვანების შედეგია. ხშირად კანის რქა დაზიანებულ ადგილებზე წარმოიქმნება და გარეგნულად წარმოადგენს მკვრივ (ფრჩხილის სიმკვრივის მქონე) 2-3-სანტიმეტრიან გამონაზარდს, რომელსაც ყვითელი ან მოთეთრო ფერი აქვს. ბუშკე-ლევინშტეინის სიმსივნე ანუ გიგანტური კონდილომა გარეგნულად მახვილწვერიან კონდილომას ჰგავს, თუმცა, ამ უკანასკნელისგან განსხვავებით, მან შეიძლება სასქესო ასოს ეპითელიუმის სიღრმეში შეაღწიოს. კიბოსწინარე დაავადებების მკურნალობასასქესო ასოს ამ დაავადებების მკურნალობის ძირითად მეთოდად მათი მოცილება მიიჩნევა. ამ წარმონაქმნების მოშორება პენისის კიბოს თავიდან აცილებაში გვეხმარება. კიბოსწინარე დაავადებების მოცილება სხვადასხვა მეთოდით არის შესაძლებელი: ჩვეულებრივი ამოკვეთით, ჩუჩის მოკვეთით, წინადაცვეთით, ელექტროკოაგულაციით, ლაზერით, ქიმიურად აქტიური ნივთიერებებით (პოდოფილინით, ტრიქლორძმარმჟავათი). ყველა შემთხვევაში მკურნალობის მეთოდი ინდივიდუალურად შეირჩევა, წარმონაქმნის სახეობისა და დაზიანების გათვალისწინებით.სათესლე ჯირკვლების სიმსივნეებისხვა სასქესო ორგანოებისგან განსხვავებით, სათესლე ჯირკვლების სიმსივნე საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა და მამაკაცებში გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებების 2%-ს შეადგენს. სამწუხაროდ, სიმსივნეების თითქმის 99% ავთვისებიანია. ავთვისებიანი სიმსივნეების მაქსიმალური სიხშირე, მაქსიმალური გამოვლენა თანხვდება სქესობრივი აქტიურობის კულმინაციურ პერიოდს (20-40 წელს), თუმცა დაავადება შეიძლება შეგვხვდეს ბავშვებშიც და ხანდაზმულებშიც. სათესლე ჯირკვლების ავთვისებიანი სიმსივნეების განვითარებაში დიდი როლი ეკისრება ორ ფაქტორს. ერთი მათგანი კრიპტორქიზმია (ამ დროს სათესლე ჯირკვალი სათესლე პარკში არ არის ჩამოშვებული). სათესლე ჯირკვლის სიმსივნით დაავადებულთა თითქმის 25%-ს ეს პათოლოგია აქვს. ხშირად სწორედ კრიპტორქიზმის გართულებაა სემინომა (სათესლე ჯირკვლის სიმსივნე). სხვა გართულებათაგან უნდა დავასახელოთ სათესლე ჯირკვლის ტრავმა და სათესლე ჯირკვლის შემოგრეხა. მეორე ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს ავთვისებიანი სიმსივნეების ჩამოყალიბებას, სათესლე ჯირკვლის ატროფია და მამაკაცის ორგანიზმში მასთან დაკავშირებული ჰორმონული ძვრებია. მკვლევართა უმრავლესობა აღნიშნავს, რომ ანომალიურად განვითარებულ სათესლე ჯირკვლებში სიმსივნე 20-35-ჯერ უფრო ხშირად წარმოიშობა, ვიდრე ნორმალურში. ბავშვობის ასაკში სიმსივნემ შესაძლოა გამოიწვიოს ანდროგენების, მამაკაცის სასქესო ჰორმონების, ჰიპერპროდუქცია (ჭარბი გამოყოფა), რაც ნაადრევი სქესობრივი მომწიფების ნიშნებით ვლინდება. ბავშვებში სათესლე ჯირკვლების სიმსივნე იშვიათად გვხვდება. ორიოდე სიტყვით ქალების პრობლემებსაც შევეხოთ. მათ კიბოსწინარე დაავადებად შეიძლება ჩაითვალოს საშვილოსნოს ყელის პოლიპი. ის იშვიათად გარდაიქმნება კიბოდ, თუმცა განსაკუთრებით საყურადღებოა ისეთი შემთხვევები, როცა საქმე გვაქვს საშვილოსნოს ყელის პოლიპების ხშირ რეციდივსა და დაწყლულებასთან. პოლიპების მოშორების შემდეგ აუცილებელია მათი ჰისტოლოგიური გამოკვლევა. მორეციდივე პოლიპების დროს რეკომენდებულია ცერვიკალური არხის ლორწოვანი გარსის დიაგნოსტიკური გამოფხეკა. სამედიცინო პრაქტიკაში არცთუ იშვიათია ენდომეტრიუმის (საშვილოსნოს ლორწოვანის) და საშვილოსნოს სხეულის პოლიპიც. პროფილაქტიკა გინეკოლოგთან რეგულარულ გამოკვლევას გულისხმობს. დაავადების პირველივე ნიშნებზე, ასევე - ციკლის დარღვევის, სუნიანი ან შეფერილი გამონადენის დროს ჯობია რაც შეიძლება სწრაფად მიმართოთ გინეკოლოგს. დაბოლოს, თუ ადამიანი მისდევს ცხოვრების ჯანსაღ წესს, რომელშიც ნორმალური კვება, ზომიერი ფიზიკური თუ სქესობრივი ცხოვრება და, რა თქმა უნდა, ჰიგიენაც შედის, მას არა მარტო ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებები, არამედ სხვა პრობლემებიც აუვლის გვერდს.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

სხვა სიახლეები

პროსტატის კიბოს მკურნალობა

 სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ საკმაოდ რთულია, გავაკეთოთ არჩევანი სადღეისოდ არსებულ

10.09.16 რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო / საჭირო ინფორმაცია
სარძევე ჯირკვლის კიბო

 სარძევე ჯირკვლის კიბო, რომელიც ყველაზე გავრცელებული ავთვისებიანი პათოლოგიაა, ქალთა

04.09.16 საჭირო ინფორმაცია
პროსტატის კიბოს მკურნალობა

 სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ საკმაოდ რთულია, გავაკეთოთ არჩევანი სადღეისოდ არსებულ

04.09.16 რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო / საჭირო ინფორმაცია
შარდის ბუშტის კიბო

 შარდის ბუშტის სიმსივნეთა გავრცელებას ერთი თავისებურება ახასიათებს: დაავადება გაცილებით ხშირია

04.09.16 რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო / საჭირო ინფორმაცია
ანესთეზია

ექიმები ერთხმად აღიარებენ, რომ ანესთეზიოლოგები მედიცინის ყველაზე ჰუმანური დარგის წარმომადგენლები

31.08.16 რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო / საჭირო ინფორმაცია

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
საიტი შეიქმნა 2016 წელს, საიტის შემქმნელი: astalavista. ყველა უფლება დაცულია
დახურვა
ჩვენს შესახებ