(0341)255473 info@rch.ge
რეგისტრაცია
все шаблоны для dle на сайте newtemplates.ru скачать
კატეგორია

პროსტატის კიბოს მკურნალობა

administrator 10-09-2016, 01:29 1 769 რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო / საჭირო ინფორმაცია ბეჭდვა

 სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ საკმაოდ რთულია, გავაკეთოთ არჩევანი სადღეისოდ არსებულ მკურნალობის მეთოდებს შორის. მართალია, მონაცემები პროსტატის კიბოს მკურნალობის ამა თუ იმ მეთოდის ეფექტიანობის შესახებ დღეს გაცილებით მეტია, ვიდრე სულ რაღაც 10 წლის წინ, მაგრამ თითოეული მათგანის ეფექტიანობისა და უსაფრთხოების დასადგენად გამოკვლევები ჯერ კიდევ გრძელდება. ყოველ ცალკეულ შემთხვევაში მკურნალობის გეგმის შემუშავებისას ექიმები განასხვავებენ პროსტატის კიბოს სამ სახეს - ორგანოში ლოკალიზებულს (დაზიანებულია მხოლოდ პროსტატა), ადგილობრივად გავრცელებულს (პროსტატის დიდი სიმსივნე ან მხოლოდ ადგილობრივად გავრცელებული სიმსივნე) და მეტასტაზირებულს (სიმსივნე გავრცელებულია შორს ან ფართოდ). მხოლოდ ორგანოში ლოკალიზებული ან ადგილობრივად გავრცელებული პროსტატის კიბოს შემთხვევაში მკურნალობა გულისხმობს ქირურგიულ ჩარევას, სხივურ თერაპიას, ჰორმონულ თერაპიას, კრიოთერაპიას, ზოგჯერ - რამდენიმე ამ მეთოდის კომბინაციას და ამასთან ერთად პაციენტზე დაკვირვებას. პროსტატის მეტასტაზირებული სიმსივნის განკურნება, სამწუხაროდ, შეუძლებელია. მისი მკურნალობა, რომელიც ჰორმონული თერაპიითა და ქიმიოთერაპიით ხორციელდება, ფაქტობრივად პალიატიურია - მხოლოდ სიმსივნის ზრდის შეფერხებასა და დაავადების სიმპტომების შესუსტებას ემსახურება. ქირურგიული მკურნალობაპროსტატის კიბოს ქირურგიული მკურნალობისას ტარდება რადიკალური პროსტატექტომია - პროსტატის ამოკვეთა. სწორედ რადიკალურ პროსტატექტომიას მიმართავენ ყველაზე ხშირად ორგანოში ლოკალიზებული და ადგილობრივად გავრცელებული სიმსივნის დროს. არსებული მონაცემებით, მკურნალობის ამ მეთოდის ეფექტიანობა 90%-ს უტოლდება. რადიკალური პროსტატექტომია შეიძლება ჩატარდეს როგორც ღია ქირურგიული ჩარევით, ისე ლაპაროსკოპიით. მსოფლიოს მოწინავე ქვეყნები ხვეწენ ოპერაციულ ტექნიკას და შეიმუშავებენ მეთოდებს, რომელთა წყალობითაც შესაძლებელი ხდება ოპერირება მცირე განაკვეთიდან სპეციალური ხელსაწყოების გამოყენებით. მონაცემები ჯერჯერობით იმაზე მეტყველებს, რომ ასეთი ჩარევის შედეგები არ განსხვავდება ღია წესით ჩატარებული ოპერაციის შედეგებისგან, თუმცა, რასაკვირველია, ვერ უარვყოფთ, რომ რაც უფრო ნაკლებად ტრავმულია ჩარევა, მით უფრო ნაკლები სისხლი იკარგება და მით უფრო ნაკლებია ტკივილი ოპერაციის შემდგომ პერიოდში. სხივური თერაპიასხივური თერაპიის მიზანია სიმსივნური უჯრედების განადგურება და მათი გამრავლების შეჩერება. მკურნალობის ეს მეთოდი ეფუძნება იმ ფაქტს, რომ სიმსივნური უჯრედები, რომლებიც საკმაოდ სწრაფად მრავლდებიან, გაცილებით ადვილად იშლებიან გამოსხივების ზემოქმედებით, ვიდრე მიმდებარე ნორმალური უჯრედები. კლინიკური კვლევების მონაცემების თანახმად, ორგანოში ლოკალიზებული პროსტატის კიბოს სხივური თერაპიის შედეგები მკურნალობიდან 10 წლის განმავლობაში ისეთივეა, როგორიც რადიკალური პროსტატექტომიის შემდეგ. 10-წლიანი პერიოდის შემდეგ სხივური თერაპიის ეფექტურობის კვლევა გრძელდება. არ არის გამორიცხული მოგვიანებითი რეციდივი. არჩევანი ოპერაციულ მკურნალობასა და სხივურ თერაპიას შორის დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, მათ შორის - პაციენტის სურვილზე, ასაკზე, თანმხლებ დაავადებებზე და, რასაკვირველია, თავად სიმსივნის გავრცელებაზე. ორგანოში ლოკალიზებული პროსტატის კიბოს შემთხვევაში მოწინავე ქვეყნებში პაციენტთა 30%-ს სწორედ სხივური თერაპია უტარდება. ზოგჯერ ონკოლოგები სხივურ თერაპიას ატარებენ ქირურგიულ ან ჰორმონულ თერაპიასთან ერთად. ასეთი კომბინაციის მიზანი მკურნალობის შორეული შედეგების გაუმჯობესებაა. პროსტატის კიბოს ჰორმონული თერაპიამამაკაცის ორგანიზმში გამომუშავებული მამაკაცური ჰორმონი (ანდროგენი) ტესტოსტერონი პროსტატის სიმსივნური უჯრედების ზრდას ასტიმულირებს. ჰორმონული მკურნალობა ტესტოსტერონის მიერ ამ სტიმულაციის დაქვეითებას ისახავს მიზნად. ჩვეულებრივ, ტესტოსტერონი სათესლე ჯირკვლებში გამომუშავდება. ამ პროცესს ასტიმულირებს მალუთეინიზებელი ჰორმონის რილიზინგ-ჰორმონი. ეს ჰორმონი თავის ტვინში არსებულ ენდოკრინულ ჯირკვალში - ჰიპოთალამუსში გამომუშავდება და სისხლის ნაკადით აღწევს სათესლე ჯირკვლებამდე, სადაც ტესტოსტერონის გამომუშავებას ასტიმულირებს. ჰორმონული მკურნალობა ანუ ანდროგენული დეპრივაცია (პროსტატაზე ტესტოსტერონის ზემოქმედების აღკვეთა) შეიძლება ჩატარდეს როგორც ქირურგიული, ისე მედიკამენტური გზით. ქირურგიული მეთოდია სათესლე ჯირკვლების მოკვეთა - ამ ოპერაციას ორქიექტომიას ან კასტრაციას უწოდებენ. მედიკამენტური ჰორმონული მკურნალობისას შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ორი ტიპის პრეპარატები. ერთ ჯგუფს მალუთეინიზებელი ჰორმონის რილიზინგ-ჰორმონის ანტაგონისტს უწოდებენ. ეს მედიკამენტები ბლოკავენ მალუთეინიზებელი ჰორმონის რილიზინგ-ჰორმონის გამოთავისუფლებას თავის ტვინში. მედიკამენტთა მეორე ჯგუფს უწოდებენ ანტიანდროგენულ პრეპარატებს. ისინი მამაკაცური ჰორმონების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ, კერძოდ, ბლოკავენ პროსტატაზე ტესტოსტერონის ზემოქმედებას. არსებული მონაცემებით, მამაკაცები უპირატესობას ანიჭებენ მედიკამენტურ ჰორმონულ თერაპიას, რისი მიზეზიც კოსმეტიკური და ფსიქოლოგიური ფაქტორია. ცნობილია, რომ მკურნალობის ამ ორი მეთოდის ეფექტურობა და გვერდითი ეფექტები თითქმის ერთმანეთის ანალოგიურია, ტესტოსტერონით სიმსივნური უჯრედების სტიმულაცია ეფექტურად ითრგუნება. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი სახის სიმსივნე მკურნალობის ამ მეთოდზე არ რეაგირებს. ასეთია მაგალითად ანდროგენნეგატიური პროსტატის კიბო. ჰორმონული მკურნალობის ორივე სახის გვერდითი ეფექტია სარძევე ჯირკვლების გადიდება, პერიოდული წამოხურება და იმპოტენცია. მალუთეინიზებელი ჰორმონის რილიზინგ-ჰორმონის ანტაგონისტები ინიშნება ინექციების სახით. ინექცია ტარდება თვეში ერთხელ. ანტიანდროგენულ პრეპარატებს იღებენ კაფსულების სახით, ჩვეულებრივ, მალუთეინიზებელი ჰორმონის რილიზინგ-ჰორმონის ანტაგონისტებთან ერთად. მალუთეინიზებელი ჰორმონის რილიზინგ-ჰორმონის ანტაგონისტები საკმაოდ ეფექტურია. ანტიანდროგენული პრეპარატები მხოლოდ მაშინ ემატება მკურნალობის სქემას, როცა პირველი ჯგუფის პრეპარატები ვერ აფერხებენ სიმსივნის პროგრესირებას. დადგენილია, რომ ჰორმონული თერაპია აძლიერებს სხივური თერაპიის ეფექტს. ჩვეულებრივ, ჰორმონული მკურნალობა ინიშნება ლოკალურად გავრცელებული ან მეტასტაზირებული პროსტატის კიბოს დროს. მხოლოდ ორგანოში ლოკალიზებული სიმსივნის შემთხვევაში მკურნალობის ამ მეთოდს პაციენტთა სულ 10%-ს უნიშნავენ. არ უნდა დავივიწყოთ, რომ ჰორმონული მკურნალობა მხოლოდ პალიატიური მკურნალობაა, მისი მიზანია სიმსივნის ზრდის კონტროლი და არა განკურნება, რადგან ამგვარი მკურნალობით განკურნება შეუძლებელია. ქიმიოთერაპიაქიმიოთერაპიულ პრეპარატებს აქვთ სიმსივნის საწინააღმდეგო ეფექტი. ამ საშუალებებს იყენებენ ჰორმონრეზისტენტული პროსტატის კიბოს შემთხვევაში როგორც პალიატიური მკურნალობის მეთოდს, რომლის მიზანი სიმსივნის ზრდის შეფერხება და სიმპტომების შემსუბუქებაა. ქიმიოთერაპია არ წარმოადგენს არჩევის მეთოდს ლოკალური ან ადგილობრივად გავრცელებული სიმსივნის დროს, ვინაიდან ამ შემთხვევებში ეფექტურია მკურნალობის სხვა მეთოდები. ქიმიოთერაპიის ჩვენებაა პროსტატის მეტასტაზირებული კიბო, რომელიც არ რეაგირებს სხვა მეთოდებით მკურნალობაზე. რასაკვირველია, ქიმიოთერაპიას თან ახლავს გვერდითი ეფექტები, რომლებიც პაციენტის ცხოვრების ხარისხს აუარესებს, მათ შორის - სისუსტე, გულისრევა, თმის ცვენა, ძვლის ტვინის დათრგუნვა, რის შედეგადაც შესაძლოა განვითარდეს ანემია, ლეიკოციტების შემცველობის დაქვეითება და შედეგად ინფექციებისადმი მიდრეკილება, თრომბოციტების შემცველობის დაქვეითება და ამის გამო სისხლდენებისადმი მიდრეკილება. ჰორმონული თუ ქიმიოთერაპიის ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებენ პროსტატის კიბოს ბუნებას. თუ კიბო ჰორმონმგრძნობიარეა, არჩევის თერაპიაა ჰორმონული თერაპია. თუ სიმსივნე ჰორმონრეზისტენტულია და ჰორმონული ფონით მანიპულირება მის ზრდაზე გავლენას ვერ ახდენს, რასაკვირველია, არჩევანს ქიმიოთერაპიაზე აჩერებენ. სამწუხაროდ, ქიმიოთერაპია, რომელიც ჰორმონული თერაპიის შემდეგ ინიშნება, არასოდეს არის ისეთი ეფექტური, როგორიც ჰორმონული თერაპია, ვინაიდან ამ შემთხვევაში სიმსივნე უფრო აგრესიული ხდება. როცა პროსტატის კიბო განიცდის ტრანსფორმაციას და ჰორმონმგრძნობიარედან ჰორმონრეზისტენტულად გარდაიქმნება, პროგნოზიც უარესდება და ქიმიოთერაპია მკურნალობის ერთადერთ მეთოდად რჩება. მკურნალობის მეთოდის არჩევისას გასათვალისწინებელია სხვა ფაქტორებიც: პაციენტის ასაკი, ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა, პაციენტის არჩევანი, სიმსივნის სტადია. გარდა ამისა, დახმარებას გვიწევს პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის (PSA) შემცველობა. მაგალითად, თუ პაციენტს პროსტატის კიბო აქვს და PSA 4-10-ჯერ არის მომატებული, სავარაუდოა, რომ სიმსივნე პროსტატაშია ლოკალიზებული. თუ სხვა გამოკვლევებიც ადასტურებს, რომ სიმსივნე ლოკალურია, არჩევის თერაპია შეიძლება იყოს ქირურგიული ჩარევა ან სხივური თერაპია. ძალიან მაღალი PSA-ს შემთხვევაში მეტასტაზირების ალბათობა მეტია. თუ ეს სხვა გამოკვლევებმაც დაადასტურა, ინიშნება ჰორმონული ან ქიმიოთერაპია. პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის განსაზღვრა პერიოდულად მკურნალობის პროცესშიც ხდება შედეგების შესაფასებლად. მაგალითად, მკურნალობის მიუხედავად მისი მატება სიმსივნის ზრდასა და გავრცელებაზე მეტყველებს, ხოლო კლება მდგომარეობის გაუმჯობესების ნიშანია. მკურნალობის შედეგად პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის მნიშვნელოვანი შემცირება სიმსივნის სრულ კონტროლსა და გამოჯანმრთელებაზე მიუთითებს. კრიოთერაპიაპროსტატის კიბოს ადრეულ სტადიაში მკურნალობის ამ მეთოდის ეფექტიანობას ჯერ მხოლოდ შეისწავლიან. სიმსივნურ უჯრედებს თხევადი აზოტითა და არგონით ყინავენ და ასე ანადგურებენ. ხსენებული ნივთიერებები უშუალოდ სიმსივნის ლოკალიზაციის ადგილას შეჰყავთ ნემსით. პროცედურა ტარდება ულტრაბგერის კონტროლით. მაღალი ინტენსივობის ფოკუსირებული ულტრაბგერაეს მეთოდი თავდაპირველად პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის სამკურნალოდ იყო მოწოდებული. ამჟამად შეისწავლიან მის ეფექტიანობას სიმსივნის დროს.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

სხვა სიახლეები

კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამა

 UICC-ის (The Union for International Cancer Control) მონაცემებით, კიბოს დიაგნოზით მსოფლიოში

10.09.16 რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო / საჭირო ინფორმაცია
სარძევე ჯირკვლის კიბო

 სარძევე ჯირკვლის კიბო, რომელიც ყველაზე გავრცელებული ავთვისებიანი პათოლოგიაა, ქალთა

04.09.16 საჭირო ინფორმაცია
პროსტატის კიბოს მკურნალობა

 სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ საკმაოდ რთულია, გავაკეთოთ არჩევანი სადღეისოდ არსებულ

04.09.16 რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო / საჭირო ინფორმაცია
შარდის ბუშტის კიბო

 შარდის ბუშტის სიმსივნეთა გავრცელებას ერთი თავისებურება ახასიათებს: დაავადება გაცილებით ხშირია

04.09.16 რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო / საჭირო ინფორმაცია
ნარკომანია სოციალური პრობლემა

  მავნე ჩვევა მრავალგვარია, მაგრამ მნიშვნელობით ვერც ერთი ვერ შეედრება ნარკომანიას. რა

21.07.16 რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო / საჭირო ინფორმაცია

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
საიტი შეიქმნა 2016 წელს, საიტის შემქმნელი: astalavista. ყველა უფლება დაცულია
დახურვა
ჩვენს შესახებ