(0341)255473 info@rch.ge
რეგისტრაცია
все шаблоны для dle на сайте newtemplates.ru скачать
კატეგორია

რას ნიშნავს სწორი კვება

administrator 9-09-2016, 01:13 1 928 რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო / საჭირო ინფორმაცია ბეჭდვა

ძველ ბერძენ ფილოსოფოსს სოკრატეს მიაწერენ გამონათქვამს: "უნდა ჭამო იმისთვის, რომ იცოცხლო და არა იცოცხლო იმისთვის, რომ ჭამო". ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა და ჯანმრთელობა 60%-ით ცხოვრების წესსა და კვების სისტემაზეა დამოკიდებული, 15%-ით - მემკვიდრეობით ფაქტორებზე, 15%-ით - გარემოზე და მხოლოდ 10%-ით - ჯანდაცვაზე. თითოეული ჩვენგანი ალბათ ერთხელ მაინც დაფიქრებულა, სწორად ვიკვებებით თუ არა, ზოგჯერ - საკუთარი გარეგნობით უკმაყოფილების, ზოგჯერ - ჯანმრთელობის პრობლემების გამო. თავდაპირველად გავარკვიოთ, რა არის ენერგოდანახარჯი, როგორ მიმდინარეობს კვების პროცესი და კვების როგორი რეჟიმი შეიძლება ჩაითვალოს რაციონალურად. ადამიანი გამუდმებით ასრულებს სამუშაოს. მუშაობა მხოლოდ ფიზიკური ან გონებრივი ძალისხმევა კი არ არის, არამედ თავად ორგანიზმის ცხოველმყოფელობაც. ჩვენი სხეული ძილის დროსაც კი განაგრძობს მუშაობას: გული იკუმშება, ფილტვები ასრულებენ სუნთქვით მოძრაობებს, უჯრედებში ხორციელდება ნივთიერებათა ცვლა, ორგანიზმში განუწყვეტლივ მიმდინარეობს უჯრედებისა და ქსოვილების შენებისა და განახლების პროცესი - ზოგი უჯრედი კვდება, მათ ადგილას კი ჩნდება ახალი, უჯრედის სიცოცხლეშივე ხდება უჯრედშიდა სტრუქტურების მრავალჯერადი ცვლილება. და ყოველივე ამისთვის ორგანიზმს სჭირდება მასალა, რომელიც მხოლოდ საკვებიდან შეიძლება მივიღოთ. ზოგიერთი ბიოლოგიურად აქტიური ნაერთი (მაგალითად, ჰორმონები და კოფერმენტები) წარმოიქმნება სპეციფიკური ნივთიერებებისგან (ვიტამინებისგან), რომლებიც მხოლოდ საკვებ პროდუქტებშია. ამრიგად, კვება ორგანიზმის მიერ საკვები ნივთიერებების მიღების, მონელების, შეწოვისა და ათვისების რთული პროცესია, რომელიც აუცილებელია ორგანიზმის ენერგეტიკული დანახარჯის აღსადგენად, უჯრედებისა და ქსოვილების განახლებისა და მათი ფუნქციის რეგულაციისთვის. ამიტომ ორგანიზმმა უნდა მიიღოს აუცილებელი საკვები ოპტიმალური რაოდენობით, საჭირო დროს. სწორი რაციონალური კვება ორგანიზმის ყველა სისტემის ნორმალური ფუნქციობის საწინდარია. ორგანიზმისთვის საჭირო ენერგია საკვებიდან მოდის. მიიჩნევა, რომ თანამედროვე ადამიანი დღე-ღამეში დაახლოებით 2200 კილოკალორიას ხარჯავს. ეს რიცხვი იზრდება, როდესაც ადამიანი მისდევს სპორტს ან ეწევა მძიმე ფიზიკურ შრომას, მცირდება, თუ მისდევს მჯდომარე ცხოვრების წესს. მნიშვნელოვანია არამარტო კალორიების ჯამი; ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, რომელი ჯგუფის საკვები ნივთიერებებისგან მივიღებთ კალორიებს. ნორმალური ცხოველმყოფელობისთვის აუცილებელია ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების, ასევე ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების გარკვეული თანაფარდობა - 1:1,2:4.  ამრიგად, იდეალურ შემთხვევაში, ცილები უნდა შეადგენდეს საერთო კალორიულობის დაახლოებით 12%-ს, ცხიმები - 30-35%-ს. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ზრდასრულ ადამიანს, რომელიც ეწევა მსუბუქ ფიზიკურ შრომას, სჭირდება 80-90 გრამი ცილა, 100-105 გრამი ცხიმი და 360-400 გრამი ნახშირწყლები, ჯამში - დაახლოებით 2750-2800 კილოკალორია. ამქვეყნად არ არსებობს პროდუქტი, რომელიც შეიცავს ადამიანისთვის აუცილებელ ყველა კომპონენტს (გარდა დედის რძისა, რომელიც მხოლოდ ახალშობილებისთვისაა განკუთვნილი), ორგანიზმი ყველა აუცილებელ ნივთიერებას სხვადასხვა პროდუქტის კომბინაციით იღებს. ამიტომაც არის საჭირო მრავალფეროვანი კვება. ეს მნიშვნელოვანია ფერმენტული სისტემისთვისაც, რადგან მრავალფეროვანი რაციონი ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების ოპტიმალური თანაფარდობით ფერმენტებს უკეთ მუშაობის საშუალებას აძლევს. რაციონალური კვება რეჟიმის დაცვით უნდა ხდებოდეს. რეჟიმის დარღვევა ხშირად იწვევს ნივთიერებათა ცვლის დარღვევას და დაავადებებს. ჯანსაღი კვების პირველი კანონია სწორი თანაფარდობა მიღებულ კალორიებსა და ორგანიზმის მიერ დახარჯულ ენერგიას შორის. ჯანსაღი კვების მეორე კანონია ადამიანის სადღეღამისო რაციონის ქიმიური შემადგენლობის შესატყვისობა საკვებისა და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებასთან. თანამედროვე დიეტოლოგიაში კვების რეჟიმის თაობაზე მიღებულია რამდენიმე მოსაზრება. სპეციალისტების ნაწილი გვირჩევს კვების სტანდარტული სამჯერადი რეჟიმის დაცვას სქემით: საუზმე-სადილი-ვახშამი+ჭიქა კეფირი საღამოს. მეორენი გვთავაზობენ, ამას დავუმატოთ მეორე საუზმე და სამხარიც. ალბათ, ყველაზე ლოგიკური და მართებულია რეჟიმი, რომლის დროსაც ადამიანი საკვებს მიიღებს მხოლოდ მაშინ, როდესაც მოშივდება. ამასთან, ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ შიმშილი და მადა. მადა შეიძლება აღგვიძრას საჭმლის სუნმა ან დანახვამ. ხშირად მაშინ კი არ ვჭამთ, როცა ნამდვილად გვშია, არამედ მაშინ, როცა "ჭამის დრო მოდის". ჯანსაღი რაციონი მოიცავს: პურს, მარცვლეულსა და კარტოფილს (მიიღეთ ყოველდღე); ხილსა და ბოსტნეულს (ნებისმიერი სახით, 5-ჯერ დღეში); ხორცს, ფრინველს, კვერცხს, პარკოსნებს (ყოველდღიურად 1-3-ჯერ); რძის ნაწარმს (უპირატესად - ნაკლებცხიმიანს); ცხიმებს (უპირატესად - მცენარეულს). მაქსიმალურად შეზღუდეთ შაქრისა და ალკოჰოლის შემცველობა. სწორი, ჯანსაღი კვება ჩვენი ცხოვრების წესად უნდა იქცეს, რათა დიდხანს შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა და ახალგაზრდობა.   скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

სხვა სიახლეები

არის თუ არა რძე დიეტური პროდუქტი

რძე და მისი ნაწარმი მეტად სასარგებლოა, განსაკუთრებით - მათთვის, ვისაც ცხოვრების არაჯანსაღმა წესმა

09.09.16 რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო / საჭირო ინფორმაცია
სარძევე ჯირკვლის კიბო

 სარძევე ჯირკვლის კიბო, რომელიც ყველაზე გავრცელებული ავთვისებიანი პათოლოგიაა, ქალთა

04.09.16 საჭირო ინფორმაცია
ანესთეზია

ექიმები ერთხმად აღიარებენ, რომ ანესთეზიოლოგები მედიცინის ყველაზე ჰუმანური დარგის წარმომადგენლები

31.08.16 რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო / საჭირო ინფორმაცია
სტრეპტოკოკური ინფექცია

  სტრეპტოკოკური ინფექცია ანუ სტრეპტოკოკოზი გულისხმობს ფართო სპექტრის კლინიკურ გამოვლინებებს,

20.08.16 რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო / საჭირო ინფორმაცია
ნარკომანია სოციალური პრობლემა

  მავნე ჩვევა მრავალგვარია, მაგრამ მნიშვნელობით ვერც ერთი ვერ შეედრება ნარკომანიას. რა

21.07.16 რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო / საჭირო ინფორმაცია

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
საიტი შეიქმნა 2016 წელს, საიტის შემქმნელი: astalavista. ყველა უფლება დაცულია
დახურვა
ჩვენს შესახებ