(0341)255473 info@rch.ge
რეგისტრაცია

კაკალი, თხილი და ნუში

administrator 8-09-2016, 23:23 734 რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო / საჭირო ინფორმაცია

 კაკალი უნიკალური მცენარეა. ის აუცილებლად უნდა შედიოდეს ჩვენს ყოველდღიურ რაციონში. კაკალი თითქმის იმდენსავე ვიტამინს, მიკროელემენტსა და ამინმჟავას შეიცავს, რამდენსაც ხილი. ამასთანავე, ნაჭუჭი, მისი ბუნებრივი გარსი, დიდხანს ინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს. კაკალი შეიცავს A, B1, B2, E, PP, C ვიტამინებს, კობალტს, რკინას, თუთიას, კალციუმს, კალიუმს, მაგნიუმს, ფოსფორს, იოდს... მოკლედ, ჩათვალეთ, რომ შინ მთელი აფთიაქი გაქვთ და მთელი ეს სიმდიდრე წარმოდგენილია აქტიური და ადვილად ასათვისებელი ფორმით. კაკალი რეკომენდებულია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკისთვის, ათეროსკლეროზისა და ჰიპერტონიის სამკურნალოდ, ნაჩვენებია ნერვული დარღვევებისა და უძილობის დროს. C ვიტამინი, რომელიც იმუნიტეტს ამაღლებს, კაკალში უფრო მეტია, ვიდრე შავ მოცხარში. სხვადასხვა პრობლემასთან ბრძოლაში თაფლიანი ნიგოზი დაგეხმარებათ: აურიეთ ერთმანეთში თანაბარი რაოდენობის გახეხილი ნიგოზი, თაფლი და დაჭრილი ლეღვი. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში. ეს არის პოლივიტამინური საშუალება, რომელიც აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას. ანემიის დროს ძალიან სასარგებლოა ნიგოზი, თაფლი, გარგარის ჩირი, ქიშმიში, ლიმონი, გატარებული თანაბარი რაოდენობით. ეს ნარევი მაღლა სწევს სისხლში ჰემოგლობინის დონეს, ავსებს ორგანიზმს ენერგიითა და სასიცოცხლო ძალით. კაკლის ფოთლებისა და წენგოს ნახარშს ხალხური მედიცინა კუჭისა და გინეკოლოგიური დაავადებების, თირკმელებისა და საშარდე ბუშტის, სტომატიტისა და ანგინის, ლიმფური ჯირკვლების ანთების, ჩირქოვანი ჭრილობების სამკურნალოდ, ნივთიერებათა ცვლის გასაუმჯობესებლად, გასტროენტერიტის, კუჭის აშლილობის დროს, საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად, ავიტამინოზის დროს ორგანიზმის მოსამარაგებლად, მადის მოსაგვრელად, თეთრად შლის, არარეგულარული მენსტრუაციისა და პარაზიტების საწინააღდეგოდ იყენებს. ერთ სუფრის კოვზ გამხმარ, დაკუწულ კაკლის ფოთოლს ასხამენ ერთ ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს (სადღეღამისო ულუფა), წყალში აზავებენ და ისე სვამენ. გარეგანი დანიშნულებით კი ნახარშს იყენებენ: 3-5 სუფრის კოვზ ფოთოლს 0,5ლ წყალს ასხამენ და 15 წუთის განმავლობაში ხარშავენ. კაკლის უღლის ნახარში ამცირებს ფეხების ოფლიანობას, უხდება ხველას. 2 სუფრის კოვზს დაასხით 0,5ლ ადუღებული წყალი, გააჩერეთ 30 წუთი. გაიკეთეთ აბაზანა ფეხებზე კვირაში 2-ჯერ. კაკალი ფართოდ გამოიყენება კულინარიაში, საკონდიტრო საქმიანობაში. მისგან მზადდება უგემრიელესი კერძები და ტკბილეული. ამ მხრივ გამორჩეულია ქართული სამზარეულო. მინერალებისა და ვიტამინების შემცველობით კაკალს ტოლს არ უდებს თხილი, არაქისი, ნუში. თხილში ყველაზე ფასეული E ვიტამინისა და მაღალი ღირებულების ცილის ურთიერთშერწყმაა, რაც ხელს უწყობს კუნთოვანი ქსოვილის სიმტკიცეს და ანელებს დაბერების პროცესს. ასეთივე თვისებები აქვს ნუშს. გარდა ამისა, იგი შეიცავს კალციუმს, რომელიც აუცილებელია ოსტეოპოროზის პროფილაქტიკისთვის. ნუშის რძეში არ არის ლაქტოზა და ქოლესტეროლი, ამიტომ იგი წარმატებით ცვლის ძროხის რძეს. 110 გრამი ნუში დააქუცმაცეთ, ნელ-ნელა დაასხით 200მლ ადუღებული წყალი, გადაწურეთ და ლოსიონის ნაცვლად სახის გასაწმენდად გამოიყენეთ. A, D, C, E, K, B1, B2, PP ვიტამინებით მდიდარი არაქისი ჩვენი რაციონის შეუცვლელი კომპონენტია. მისი რეგულარული გამოყენება აუმჯობესებს ნერვული ქსოვილების ფუნქციობას, განამტკიცებს მეხსიერებას. არაქისი არ გაგასუქებთ, რადგან მისი უჯრედისი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას ასტიმულირებს. არაქისი ფოლიუმის მჟავას ბუნებრივი წყაროა. თუ მას თქვენს ყოველდღიურ მენიუში ჩართავთ, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს საგრძნობლად შეამცირებთ. სამწუხაროდ, არაქისი ხშირად იწვევს ალერგიას, ამიტომ მის ჭარბ გამოყენებას უნდა ერიდოთ. დიეტოლოგები გვირჩევენ, თხილსა და კაკალს მეტისმეტად არ მივეძალოთ, რადგან მათ შემადგენლობაში არსებული უჯრედისი ძნელი ასათვისებელია. დღეში 50 გრამი თხილი ან კაკალი საკმარისია. ამასთანავე, ისინი კარგად უნდა დავღეჭოთ ან ხორცსაკეპ მანქანაში გავატაროთ და ისე დავუმატოთ სალათებს, მხალეულს, დესერტს, მოვამზადოთ საწებელი. ეს კერძების კვებით ღირებულებას საგრძნობლად გაზრდის. მიირთვით კაკალი, თხილი, არაქისი, ნუში, დაიცავით ზომიერება და თქვენი ორგანიზმი დიდხანს შეინარჩუნებს მხნეობასა და ჯანმრთელობას.

კვერცხის ცილის კვებითი და სამკურნალო ღირებულება

administrator 8-09-2016, 23:21 1 100 რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო / საჭირო ინფორმაცია

 კვერცხის ცილას, როგორც საკვებსა და სამკურნალო საშუალებას, ადამიანი უძველესი დროიდან იყენებს. ის განსაკუთრებით ადვილი ასათვისებელია. მისი შემადგენლობა საოცრად დაბალანსებულია - კვერცხი ხომ ბუნების მიერ ფრინველთათვის სიცოცხლის მისაცემად არის შექმნილი! კვერცხის ცილა მიღებიდან სამ საათში მთლიანად აითვისება და ორგანიზმს ძვირფასი საკვები ნივთიერებებით ავსებს. მისი ენერგეტიკული ღირებულება სულ 45 კკალორიას შეადგენს. ამასთან, კვერცხის ცილა მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით. განსაკუთრებით ბევრია მასში ქოლინი, ურომლისოდაც ჩვენს უჯრედებს ნორმალური ფუნქციობა და სრულფასოვანი არსებობა არ შეუძლია. აღსანიშნავია აგრეთვე D, H და K ვიტამინების შემცველობა, მინერალებიდან კი - ნატრიუმისა, გოგირდისა, ქლორისა, კალიუმისა, ფოსფორისა, კალციუმისა და მაგნიუმისა, ასევე თუთიისა, რკინისა, სპილენძისა, იოდისა, მოლიბდენისა, ქრომისა, კობალტისა და მანგანუმისა. კვერცხის ცილაში ბევრი ნიაცინია, რომელსაც B3 ან PP ვიტამინსაც უწოდებენ. ეს უკანასკნელი უზრუნველყოფს ტვინის სრულფასოვან კვებას და აუმჯობესებს ნერვული უჯრედების აქტივობას. K ვიტამინი განაპირობებს სისხლის ნორმალურ შედედებას, ფოლიუმის მჟავა ანუ ვიტამინი B9 კი ჩანასახის თავის ტვინის განვითარებაზეა პასუხისმგებელი. კვერცხის ცილაში ბევრია აგრეთვე D ვიტამინი, - რა თქმა უნდა, არა იმდენი, რამდენიც თევზის ქონში, მაგრამ მნიშვნელოვანი რაოდენობით. და კიდევ, კვერცხის ცილა მდიდარია ამინმჟავებით, რომელთა წყალობითაც ჩვენი ორგანიზმის ქსოვილები და უჯრედები იზრდება და განახლდება. დაბალი კალორიულობა კვერცხის ცილას პროტეინის საუკეთესო წყაროდ აქცევს. საერთოდ, როდესაც პროტეინებზე საუბრობენ, რატომღაც ყოველთვის ხორცეულს მოიაზრებენ, ავიწყდებათ, რომ 100 გრამ ყველაზე დაბალცხიმიან საქონლის ხორცშიც კი სულ 17 გრამი პროტეინია, ენერგეტიკული ღირებულება კი 220 კკალორიას შეადგენს. რძეც კი, რომელიც ცილის წყაროდ არის აღიარებული, 100 გრამზე მხოლოდ 4 გრამ პროტეინს შეიცავს, ხოლო კალორიულობა 70-ს აღწევს, მაშინ როდესაც კვერცხის ცილაში 11 გრამი პროტეინია, კალორია კი - სულ 45.კვერცხის ცილის სამკურნალო თვისებებიათვისებადობის თვალსაზრისით ცილები მეტად განსხვავდება ერთმანეთისგან. როგორც უკვე აღვნიშნეთ, კვერცხის ცილა ადვილად ასათვისებელია, რაც მას ძალზე ფასეულ საკვებად აქცევს. მცენარეული ცილები, საზოგადოდ, ძალზე სასარგებლოა. ზოგიერთ მათგანს, მაგალითად, პარკოსნებისას, 70%-ით ითვისებს ორგანიზმი, თევზეულისას - 76%-ით, აი, კვერცის ცილა კი 95%-ით აითვისება. მასში შემავალი პროტეინი ზრდის ორგანიზმში “კარგი” ქოლესტერინის დონეს, განამტკიცებს სისხლძარღვთა კედელს, აქვს ანტიბაქტერიული მოქმედება. კვერცხის ცილის ყველა ეს ღირსება ადამიანმა დიდი ხანია შეამჩნია. ოფიციალურ, კლასიკურ მედიცინაში კვერცის ცილას იყენებენ სხვადასხვა სამკურნალო საშუალების მოსამზადებლად, ლაბორატორიული კვლევებისთვის, ტუტეებით, მჟავებითა და მძიმე მეტალებით მოწამვლისას. მკურნალობა კვერცხის ცილით ანგინისა და გულძმარვის დროს რეკომენდებულია ახალი უმი კვერცხის ცილის დალევა. საშვილოსნოდან სისხლდენის დროს აიღეთ ექვსი ცალი ახალი კვერცხის ცილა, კარგად ათქვიფეთ ერთ სადილის კოვზ ლიმონის წვენთან ერთად და დილაობით, უზმოზე მიირთვით. ხახის დამწვრობას უფრო სწრაფად მოიშუშებთ, თუ ყლუპ-ყლუპად დალევთ უმი კვერცხის ცილას, გარეულს წყალში ან ზეთში, თანაფარდობით 1:1. მოწამვლით გამოწვეული კუჭ-ნაწლავის ფუნქციური აშლილობის დროს რეკომენდებულია, კვერცხის ცილას შეათქვიფოთ ერთი ჭიქა ადუღებული წყალი და ცოტაოდენი შაქარი და ყლუპ-ყლუპად დალიოთ. მას შემომგარსველი და დამარბილებელი მოქმედება აქვს. ფაღარათის დროს ერთ კვერცხის ცილას შეურიეთ 4 წვეთი იოდი (არ ათქვიფოთ) და მცირე ულუფებით ყლუპ-ყლუპად სვით. ნაწოლების დამუშავება რეკომენდებულია დღეში სამჯერ ასეთი ნარევით: წამოდუღებულ და გაგრილებულ (უმჯობესია, ზეითუნის) ზეთს შეურიეთ უმი კვერცხის ცილა და საგულდაგულოდ ათქვიფეთ. ამოვარდნილობისა და სახსრების სხვა დაზიანების დროს ნატკენ ადგილზე შეიზილეთ ასეთი ნარევი: ერთ კვერცხის ცილას დაამატეთ ერთი სადილის კოვზი ფქვილი და ერთი სადილის კოვზი სპირტი. კარგად მოურიეთ. მალამოს წასმის შემდეგ სახსარი მჭიდროდ შეიხვიეთ ბინტით და მთელი ღამით გაიჩერეთ. დამწვრობის სამკურნალოდ კარგია ასეთი მალამო: აიღეთ ერთი და იმავე მოცულობის ახალი კვერცხის ცილა, ქაცვის ზეთი და კრაზანას ცხიმი, კარგად აურიეთ. წაისვით დამწვარ ადგილზე, ზემოდან დაიფინეთ ქაღალდის ხელსაწმენდი და დოლბანდით შეიხვიეთ. ნახვევი ყოველდღე იცვალეთ. ეს მალამო სწრაფად აშუშებს დამწვრობას.

რატომ უკავია მწყრის კვერცხს განსაკუთრებული ადგილი იაპონელ მოსწავლეთა რაციონში

administrator 8-09-2016, 23:12 96 რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო / საჭირო ინფორმაცია

 იაპონელებმა მეცნიერული გამოკვლევები ჩაატარეს და დაასკვნეს, რომ მწყრის კვერცხი აუმჯობესებს ნერვული სისტემის ფუნქციას, ზრდის გონებრივ შესაძლებლობებს, გამოაქვს ორგანიზმიდან რადიონუკლიდები, რაც იაპონელებისთვის ყველა სხვა ქვეყნის მოსახლეობაზე მნიშვნელოვანია. დღესდღეობით მწყრის კვერცხი იაპონიის ყოველ კუთხე-კუნჭულში იყიდება. მოსწავლეთა რაციონში მას განსაკუთრებული ადგილი უკავია. ჩერნობილის ავარიის შემდეგ რადიაქტიური ზონიდან გამოყვანილ ბავშვებს რეგულარულად კვებავდნენ მწყრის კვერცხით. შედეგად, ბავშვები გამოკეთდნენ, გაუქრათ თავბრუხვევა, ცხვირიდან სისხლდენა და დაქანცულობა, ტკივილი გულმკერდის არეში, გაუძლიერდათ მადა. კვერცხის მიმართ უარყოფითი რეაქცია ბავშვებს არ გამოვლენიათ, იმათაც კი, ვისაც ალერგიული დაავადება ჰქონდა.
საიტი შეიქმნა 2016 წელს, საიტის შემქმნელი: astalavista. ყველა უფლება დაცულია
დახურვა
ჩვენს შესახებ