კრიტიკული მედიცინა
რა არის კრიტიკული მედიცინა?
კრიტიკული მედიცინა გულისხმობს მძიმე და კრიტიკულ სიტუაციაში მყოფი პაციენტის მართვას, რომელსაც ესაჭიროება ერთი ან რამდენიმე სასიცოცხლო ფუნქციის (მაგალითად: გულის მუშაობა, სუნთქვა, თირკმლის მუშაობა, ღვიძლის მუშაობა) ჩანაცვლება. რის ფუნქციასაც ვერ ჩაანაცვლებ არის თავის ტვინი. ინტენსიური თერაპია გულისხმობს სწორედ იმას, რომ ჩანაცვლების პერიოდში, თავის ტვინის სიცოცხლისუნარიანობა შენარჩუნდეს და სასიცოცხლო ფუნქციების ნელ-ნელა აღდგენა მოხდეს ტვინის შენარჩუნებული ფუნქციის პირობებში.
„რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სამედიცინო პერსონალი კოორდინირებულად მუშაობს, რათა დროულად მოხდეს პაციენტის მდგომარეობის შეფასება, დიაგნოსტირება და დაუყოვნებლივ რეაგირება პაციენტისთვის საჭირო ყველა ღონისძიების ჩასატარებლად. კლინიკის მრავალპროფილურობიდან გამომდინარე, დეპარტამენტში სიმძიმის ხარისხის შესაბამისად უტარდებათ მკურნალობა აპარატული ან არააპარატული მხარდაჭერით, როგორც ნებისმიერი პროფილის, კრიტიკულ და გადაუდებელ მდგომარეობაში მყოფ პაციენტებს, ასევე პაციენტებს პოსტოპერაციულ პერიოდში.
კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტი აღჭურვილია უახლესი აპარატურით, რაც უზრუნველყოფს პაციენტების სასიცოცხლო ფუნქციების მონიტორინგს, შენარჩუნებასა და ჩანაცვლებას. დეპარტამენტი აღჭურვილია თანამედროვე ტიპის რესპირატორებით, ინვაზიური და არაინვაზიური მონიტორებით, დიალიზის აპარატით და ა.შ.
კრიტიკული მედიცინის ჯგუფი აერთიანებს რეანიმატოლოგებსა და ექთნებს, რომლებიც თავიანი პროფესიონალიზმითა და გულისხმიერებით ქმნიან საუკეთესო პირობებს პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის.
„რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში“ რეანიმატოლოგიის განყოფილება დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალით, რომლებიც მზად არიან გაუწიონ დახმარება კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფებს.
„რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში“ რეანიმატოლოგიის განყოფილება ემსახურება პაციენტებს, რომლებსაც აქვთ მწვავე ან გადაუდებელი მდგომარეობები, როგორიცაა:
- გულსისხლძარღვთა და ნეიროვასკულური სასწრაფო/გადაუდებელი შემთხვევები;
- მწვავე რესპირატორული დარღვევები;
- ინტოქსიკაცია და სხვა.